
"ოცნების" დეპუტატები, იურიდიული საკითხთა კომიტეტის სხდომის შემდეგ, რომელიც ერთი წუთი და 4 წამი გაგრძელდა, პარლამენტს ტოვებენ. ამ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს.
საკანონმდებლო ორგანოს ატოვებინებენ მედიის წარმომადგენლებსაც.
სხდომას ოპოზიციიდან მხოლოდ "ევროპელი სოციალისტების" დეპუტატი ესწრებოდა. ოპოზიციონერების უმეტესობა ამბობს, რომ ისინი პოლიციამ შეაყოვნა და ვერც კი მოასწრეს სხდომაზე შესვლა. იხილეთ:
"ოცნების" დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში შეძახილების ფონეზე შევიდნენ, გარეთ შეკრებილი მოქალაქეები მათ უყვიროდნენ "მონებო, რუსები". მოგვიანებით მედიას რომ მათი შესვლა არ გადაეღო, პარლამენტის ჭიშკარს სახანძროს მანქანა ჩამოაფარეს.
მანამდე სამართალდამცავებმა პარლამენტის შესასვლელებიდან გაიყვანეს მშვიდობიანი მომიტინგეები. ადგილზე იყო წყლის ჭავლი და სპეცრაზმი. დააკავეს 20 ადამიანი, კადრებში ჩანს, რომ სამართალდამცავები მოქალაქეებს სცემდნენ.