
"პრეზიდენტს რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებს. მაქსიმალურად გაწელავს დროს და ბოლოს აღნიშნულ კანონს ვეტოს დაადებს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება მზად არის, რომ ვეტოს დადების შემდეგ, უცხოელი პარტნიორებისგან მოისმინოს ნებისმიერი არგუმენტი, რაც კანონპროექტს ეხება.
„პრეზიდენტის განცხადებებიდან გამოიკვეთა, რომ ის თავისით არ მოქმედებს. აშკარად იკვეთება, რომ რასაც დაავალებენ, რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებს და დაწერს. სწორედ ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ მაქსიმალურად გამოიყენებს ვეტოს დადების ვადებს, მაქსიმალურად გაწელავს პროცესს და ბოლო ნაბიჯი იქნება - ვეტოს დადება." ამბობს კალაძე.
ქართული ოცნება რუსული კანონის მესამე მოსმენით დამტკიცებას ხვალ, 14 მაისს პლენარულ სესიაზე გეგმავს. იურიდიულმა კომიტეტმა დღევანდელ 1 წუთიან სხდომაზე კანონპროექტს დღეს მხარი დაუჭირა.
სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კანონპროექტს ვეტოს ნამდვილად დაადებს, თუმცა არ "შევა თამაშში"