"არ გვინდა რუსული კანონი. არ გვინდა რუსეთში" | ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებიც გაიფიცნენ

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილ გაფიცულ სტუდენტებს ივანიშვილის დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ. ისინი ერთობლივ აქციას მართავენ.

სტუდენტები ლექტორებს მოუწოდებენ, რომ შეუერთდნენ, რათა ერთად გააპროტესტონ რუსული კანონი. მათი თქმით, ის ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს უქმნის საფრთხეს.

"ვაპროტესტებთ რუსულ კანონს. ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი. არ გვინდა რუსული კანონი. არ გვინდა რუსეთში. გვინდა, რომ კარგი მომავალი გვქონდეს," - ამბობს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტი.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე აღნიშნავს, რომ გაფიცვას მანამ არ შეწყვეტენ, სანამ რუსულ კანონს არ გაიწვევენ. 

ასევე ნახეთ:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი