
"ახალის" წევრის, თენგო თევზაძის ინფორმაციით, საპოლიციო ძალების დღევანდელი ძალადობრივი ქმედებების შედეგად, მათ თანაპარტიელს, დარეჯან ცხვიტარიას მხარი აქვს მოტეხილი:
"ახალის" წევრს, დარეჯან ცხვიტარიას, რომელიც შვილის, შვილიშვილის ტოლა ადამიანებს ეხმარებოდა და იცავდა პოლიციისგან, მხარი აქვს მოტეხილი და დაზიანდა ამ თავდასხმაში. მნე ვერ დავარქმევ ამას, რომ ქართული პოლიცია დღეს დილით, რაიმე კანონის ჩარჩოში მოქმედებდა. მე არ მჯერა, რომ ისინი შეიცვლიან ზნეს. ჩვენ ესეთი სისტემა უნდა დავამარცხოთ და ეს ახალგაზრდები, ვინც დღეს არიან შეკრებილი თვითდინებით, საკუთარი ინიციატივით, გამოხატეს პროტესტი უნივერსიტეტებში და დაიწყეს გაფიცვა, ეს ნიშნავს, რომ ამ ტალღას ვერავინ გააჩერებს" თქვა თევზაძემ "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში.