"პოლიციელებმა შეითრიეს თავიანთ რიგებში და სასტიკად გაუსწორდნენ" | ადვოკატი რჩეულიშვილზე

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ნაცემია. სხვადასხვა სახის დაზიანებებით ნაწილი დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია, ნაწილი ზაჰესის. 

შეგახსენებთ, განსაკუთრებით მძიმეა გურამ ადამიას ჯანმრთელობის მდგომარეობა. მას ერთდროულად რამდენიმე სამართალდამცავი უსწორდებოდა. დიღმის სამმართველოდან ადამია საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

დაკავების დროს ასევე გაუსწორდნენ გუკა რჩეულიშვილს,  კახა კვეკვესკირს, გიორგი მენთეშაშვილს. 

"პარლამენტის უკანა მხარეს ეცნენ პოლიციელები, უკანონოდ დააკავეს, შეითრიეს თავიანთ რიგებში, სადაც სასტიკად გაუსწორდნენ, სცემდნენ და აქვს მრავლობითი დაზიანებები როგორც სახეზე, ცხვირი აქვს გატეხილი, ასევე ტანზე " ამბობს რჩეულიშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია. 

დაკავებულების ახლობლები და ადვოკატები დროებითი მოთავსების იზოლატორებთან იმყოფებიან და ინფორმაციას ელოდებიან.
 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი