"ოცნების" მთავრობის პროპაგანდისტულმა ტელევიზიებმა -"რუსთავი 2"-მა და "იმედმა" ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯიმ ობრაიენს საქართველოში ივანიშვილის სანქცირების კონკრეტული პაკეტი ჩამოაქვს, წაშალეს. სამთავრობო მედიები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ობრაიენსა და ივანიშვილს შორის შეხვედრა უნდა გამართულიყო, სადაც ივანიშვილის სანქცირებაზე იქნებოდა საუბარი. ამ შეხვედრის შემდეგ კი, როგორც სამთავრობო მედია ამტკიცებდა, "საპატიო თავმჯდომარე" თავის გუნდის წევრებს მიმართავდა და სთხოვდა "გამჭვირვალობის კანონთან" დაკავშირებით პოზიციების შერბილებას.
მოსაზრება თავდაპირველად სამთავრობო ექსპერტმა, ზაალ ანჯაფარიძემ გაავრცელა.