ევროკავშირის დელეგაცია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის დელეგაცია თბილისში შეხვედრებს განაგრძობს - ცოტა ხნის წინ ისინი გერმანიის საელჩოში მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. განხილვის მთავარი საკითხი იყო ის, თუ რა მექანიზმები უნდა ამოქმედდეს მას შემდეგ, რაც საბოლოოდ დაამტკიცებენ რუსულ კანონს.

"ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ჩამოვიდნენ აქ იმისათვის, რომ ქართველ ხალხს გამოუხატონ მხარდაჭერა. იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ თქვან, რომ ამ კანონით წარმოუდგენელია შემდგომი ნაბიჯების გადადგმა ევროინტეგრაციის გზაზე. მათ ისიც ახსენეს, რომ გასულ წელს კანდიდატის სტატუსი იყო ქართველი ხალხის დამსახურება და, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების ძალიან დიდი აქტიურობით. და თქვეს პირდაპირ, რომ თუკი "ქართული ოცნება" გააგრძელებს ამ კანონპროექტის კანონად ქცევას, საქართველოს ევროპული მომავალი ამ ეტაპზე გაჩერდება," - ამბობს სამართლიანი არჩევნების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე.

ასევე ნახეთ:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი