
"ქართული ოცნება" რუსულ კანონს მესამე მოსმენით დღეს, 14 მაისს განიხილავს. პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.
მანამდე, 13 მაისს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მესამე მოსმენით მხარი ზუსტად 1 წუთში დაუჭირა. სხდომა 09:01:10 საათზე გაიხსნა და 09:02:14-ზე დაიხურა. სხდომას ოპოზიციიდან მხოლოდ "ევროპელი სოციალისტები" ესწრებოდნენ.
სხდომის პარალელურად, პარლამენტის მიმდებარედ დილიდან აქციებია ჩანიშნული. რუსული კანონის მოწინააღმდეგეები საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებას 10:00 საათიდან გეგმავენ.