
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს უერთდებიან. ისინი სოლიდარობას უცხადებენ სხვადასხვა ქალაქებში ანტირუსული პროტესტის მონაწილეებს და მოითხოვენ აქციებზე უკანონოდ დაკავებული მშვიდობიანი მომიტინგეების გათავისუფლებას.
"შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვაპროტესტებთ რუსული კანონის მიღებას პარლამენტის მიერ, სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისსა და სხვა ქალაქებში მყოფ დემონსტრანტებს და ვგმობთ პოლიციის მხრიდან ძალადობას, უფლებამოსილების გადამეტებას, სამართალდამცავების მიერ ქალების, ახალგაზრდებისა და მოხუცების მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, მოვითხოვთ უსამართლოდ, უკანონოდ დაკავებული მშვიდობიანი მომიტინგეების ციხიდან განთავისუფლებას. ჩვენი შეკრება დაორგანიზებულია მხოლოდ და მხოლოდ სტუდენტების მიერ, სტუდენტური თვითმმართველობის და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერის გარეშე, სამწუხაროდ. არა რუსულ კანონს, არა რუსეთს, გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ, თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოს", - ამბობს სტუდენტი, გენო ხვიჩავა.
შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ სტუდენტები 30-ზე მეტი უნივერსიტეტიდან გაიფიცნენ, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
ავტორი: ია გულიაშვილი.