სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის უკანა ტერიტორია და სკვერი დაატოვებინეს

გამოქვეყნდა:

პარლამენტის შენობის უკან ამ წუთებში საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა.

სამართალდამცავებმა რუსული კანონის გასაპროტესტებლად მისულ მშვიდობიან მომიტინგეებს საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელის მიმდებარე ტერიტორია და სკვერი დაატოვებინეს. აქცია ჯერ დაწყებულიც კი არ იყო. ჩაკეტილია ჩიტაძის ქუჩაც.

"იმდენად უცებ მოხდა ჩვენი გამოყვანა, რამდენიმე ქალბატონს ხელითაც შეეხნენ, არ ვიცი უკვე, გუშინ დილითაც, აღარ აქვთ ამათთვის მნიშვნელობა ქალია, კაცია, ბავშვია, ფიზიკურად უსწორდებიან ყველას უკლებლივ", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მანამდე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოჩნდა ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარებაც" (განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი).

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი