თსუ-ს სოცპოლის ფაკულტეტის 6-ვე მიმართულების სტუდენტები გაიფიცნენ | ისინი ოხანაშვილს და მიქანაძეს დისკუსიაში იწვევენ

გამოქვეყნდა:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები აცხადებენ, რომ ფაკულტეტის 6-ვე მიმართულების სტუდენტები იფიცებიან. განცხადება სტუდენტებმა ცოტა ხნის წინ გააკეთეს თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში და შემდეგ მსვლელობა დაიწყეს პარლამენტის მიმართულებით. 

ამ ფაკულტეტის სტუდენტები გამოდიან ინიციატივით, მოეწყოს საჯარო განხილვა რუსულ კანონთან დაკავშირებით. ისინი მოითხოვენ რექტორმა, ჯაბა სამუშიამ დააორგანიზოს შეხვედრა თსუ-ს სტუდენტებსა და დეპუტატებს - ანრი ოხანაშვილსა და გივი მიქანაძეს შორის - "გვაქვს საკმარისი ზრდილობა და კულტურა, რათა წარვმართოთ საჯარო დისკუსია ჯანსაღ, კონსტრუქციულ და გამჭვირვალე გარემოში".

"გვსურს გაგაცნოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით.

ერთადერთი მემკვიდრეობა, რაც 1918 წლის დემოკრატიული რესპუბლიკიდან შემოგვრჩა, ეს არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შესაბამისად, აქ ვინც ვდგავართ ახლა, სტუდენტები თუ კურსდამთავრებულები, ვიაზრებთ, რომ თსუ-ელობა არის სტატუსი, პასუხისმგებლობა და ფასეულობა. ასევე, გვსურს შეგახსენოთ, რომ ყველა საპროტესტო მოძრაობა თუ მსვლელობა ცვლილებებისკენ მიმავალი გზის კუთხით, ყველაფერი ყოველთვის იწყებოდა თსუ-ს კედლებში თუ ეზოში.

შესაბამისად, ჩვენ დღეს ვიაზრებთ, რომ ვალდებულები ვართ, ავიღოთ პასუხისმგებლობა და დავაფიქსიროთ სამოქალაქო პოზიცია იმასთან დაკავშირებით თუ რაც ხდება საქართველოში, ვიცით, რომ ერთ თვეზე მეტია უკვე მიმდინარეობს განგრძობადი პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ, რომლის საწინააღმდეგოდაც საქართველოს მოსახლეობას არაერთხელ დაუფიქსირებია უკვე მიისი დამოკიდებულება, ნება, პოზიცია და გასაგებია, რომ აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ფაქტობრივად ძირს უთხრის საქართველოს ევროპულ მომავალს.

შესაბამისად, ჩვენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ფაკულტეტის 6-ვე მიმართულება იფიცება, ესენია პოლიტიკის მეცნიერება, სოციალური მუშაობა, სოციოლოგია, ჟურნალისტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, საზოგადოებრივი გეოგრაფი", - ამბობს აქციის მონაწილე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი