ბევრს ზურგით გყავთ გამოყვანილი რუსეთის მიერ მოკლული მეგობარი ომიდან, არ მგონია მოგწონდეთ რასაც თქვენი სახელით აკეთებს ფორმაში გადაცმული სადისტი | ნაცვლიშვილი პოლიციას

გამოქვეყნდა:

პარლამენტში პოლიტიკური გამოსვლები დაიწყო. "ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი სხდომაზე სიმბოლურად საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით და აირწინაღითა და სათვალით მივიდა და მადლობა გადაუხადა საქართველოს მოქალაქეებს უწყვეტი პროტესტისთვის: 

"მივესალმები საქართველოს ათი ათასობით თავისუფალ ღირსეულ , პატრიოტ მოქალაქეს, რომლებიც მთელი მ დღეების განმავლობაში დაუღალავად, ერთობით სიმტკიცით და ერთიანი მიზნით იცავენ საქართველოს დამოუკიდებლობას, საქართველოს ეროვნულ არჩევანს და საქართველოს ევროპულ მომავალს. 

ამ ადამიანების წინააღმდეგ თქვენ არ დაიშურეთ არც რეზინის ტყვიები, არც ხელკეტები, არც გაზი, არც წყლის ჭავლი, არც ძალადობა, არც უკანონობა, მაგრამ, ეს ადამიანები დგანან მედგრად და ეუბნებიან თქვენს რუს ოლიგარქს- არ გაგატანთ ამ ქვეყანას რუსეთში" თქვა ნაცვლიშვილმა.

მან სამართალდამცველებს მიმართა, რომ "თითო-ოროლა სადისტი დამნაშავის გამო, ყველას ეცხებათ ჩირქი":

"არ მგონია იმ ხალხისთვის, ვინც იბრძოდით საქართველოს დამოუკიდებლობისთვის რუსეთის წინააღმდეგ და ბევრი თქვენგანი დღემდე სხეულით ატარებს იმ ჭრილობებს, რომლებიც აფხაზეთის ომში, აგვისტოს ომში რუსეთმა მოგაყენათ, რომლებსაც თქვენი ზურგით გყავთ გამოყვანილი დაჭრილი თუ გადაცვლილი მეგობარი, რუსეთის მიერ მოკლული, არ მგონია მოგწონდეთ და ეთანხმებოდეთ იმას, რასაც თქვენი სახელით აკეთებს ხელისუფლება და თოთო-ოროლა სადისტი გადაცმული სამართალდამცავის ფორმაში. გვჯერა, რომ გააკეთებთ სწორ არჩევანს და დადგებით საქართველოს მხარეს" თქვა ნაცვლიშვილმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი