
პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის გამოსვლას მოჰყვა. მან "ოცნების" წევრებს 9 აპრილის ჯალათის, გენერალ ლებედის სპონსორები უწოდა და მიმართა, რომ ხმის ამოღების უფლება არ აქვთ, რადგან საქართველოს მეგობრებისა და პარტნიორების გარეშე ტოვებენ - "საქართველოს როცა ტოვებთ მეგობრების გარეშე , როცა შვილის ტოლა ახალგაზრდებს ზონდერებს არბევინებთ, უფლება არ გაქვთ ხმა მოიღოთ, ხმა გაიკმინდეთ" - მიმართა მანჯგალაძემ "ოცნების" აყვირებულ დეპუტატებს.