ფიზიკური შეხლა-შემოხლა პარლამენტში - სხდომათა დარბაზში ტრადიციულად უზრდელობს და იმუქრება "ოცნების" დეპუტატი დიტო სამხარაძე. ის ენმ-ის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გამოსვლამ გააღიზიანა და ჩვეულ უცენზურო ლექსიკასა და ჟესტებზე გადავიდა. ჩხუბში სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ. სხდომა პარალიზებულია.
დაპირისპირებისას, "ოცნების" დეპუტატმა რიმა ბერაძემ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატს, პაატა მანჯგალაძეს თავში ქაღალდების შეკვრა ჩაარტყა