ივანიშვილი აუცილებლად წავა რუსეთში, მაგრამ იმ თვითმფრინავში თქვენ არ აგიყვანთ. ხელს დაგაქნევინებთ, როგორც გუშინ, 67 წამში გაგაყიდინათ საქართველო | ხერხეულიძე "ოცნებას"

გამოქვეყნდა:

ივანიშვილის მცდელობა, რომ საქართველო მსოფლიო რუკაზე გაფორმებულიყო როგორც პატარა სოფელი, არ მოხდა. პირიქით მოხდა - ამ სიტყვებით მიმართა ენმ-ის დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ "ოცნების" წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე:

"დღეს ჩვენ ევროპის ლიდერები გვეუბნებიან, რომ ევროპის დედაქალაქად იქცა თბილისი. ეს არის ჩვენი გამარჯვება, ამას მარცხი არ უწერია იმიტომ, რომ ხდება ყოველთვის გადამწყვეტ მომენტებში ისტორიის პირუთვნელი, მნიშვნელოვანი ფრაგმენტების შექმნა, რომელიც მეხსიერებიდან არასდროს არ იშლება. იცოდეთ, რომ ბავშვები რომლებიც დგანან გარეთ, იმას კი არ ელოდებიან, რომ თქვენ აზრს შეიცვლით, არც ერთ შემთხვევაში, მეც მათ შორის, დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც დალომბარდებულ საქართველოს გამოიხსნის 2 მილიარდიდან, აუცილებლად წავა რუსეთში, მაგრამ იმ თვითმფრინავში თქვენ არ აგიყვანთ, აიყვანს ზებრებს და კატებს. თქვენ ხელს დაგაქნევინებთ იგივე მორჩილებით, როგორც გუშინ ფეხზე დამდგარი მიგაღებინათ და 67 წამში გაგაყიდინათ საქართველო. ასეთი იქნება თქვენი ბოლო" აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ და თქვა, რომ ხალხი, რომელიც ახლა პარლამენტის გარეთ დგას, აუცილებლად გაიმარჯვებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი