ადამიანებთან სახლებში მივარდნა სამხარაძის დაორგანიზებულია, გააღიზიანა ღიად საუბარმა | ხაბეიშვილი სხდომაზე დაპირისპირებაზე

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, რომელსაც სხდომათა დარბაზში "ოცნების" დეპუტატი, დიტო სამხარაძე დაუპირსპირდა ამბობს, რომ უმრავლესობის წევრი მისმა განცხადებამ გააღიზიანა, სადაც ის ანტირუსული აქციების მონაწილეებზე თავდასხმის ორგანიზებაში დაადანაშაულა.

სამხარაძემ ხაბეიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ბოთლი ესროლა.

ხაბეიშვილი ამბობს, რომ სამხარაძე ისედაც მოძალადეობრივი განცხადებებით და მოქმედებებით გამოირჩევა და როგორც კი იქნება ხალხი კოალიციურ მთავრობას აირჩევს, მას მოუწევს პასუხი აგოს.

"ვხედავთ, რომ ადამიანებს სახლებში უვარდებიან და უკაცრავად, ეს დიტო სამხარაძის და ამ გუნდის დაორგანიზებულია, ისინი არც მალავენ ამას, შესაბამისად, ცხადია გამოიწვია გაღიზიანება როდესაც ამაზე ვსაუბრობ ღიად, რომ ეს ადამიანები ძალადობენ, მათ შორის მათი მესიჯი, როცა ლაპარაკობენ სარწმუნოებაზე, აღდგომის კვირაში დასდევდნენ ადამიანებს სახლებში, ქალებს, ცოლებს, ბავშვებთან ერთად სცემდნენ, ეს ხომ ყველამ ვნახეთ, ამიტომ უნდა გვესმოდეს ძალა ხალხშია, ძალა ევროპაშია, აუცილებლად გავიმარჯვებთ, ერთი ხელის გაწვდენაზეა ეს გამარჯვება, დარწმუნებული ვარ, ამიტომ, კიდევ უფრო მეტი მობილიზაცია, კიდევ უფრო მეტი ერთობა,  მშვიდად, წყნარად, ესენი ღიზიანდებიან, გიჟდებიან ადამიანების სიმშვიდეზე. [...] კანონი, რომელსაც იღებენ სახანძრო ავტომობილით, რობოკოპებით, ლამის ტანკები გამოიყვანონ ახალგაზრდების წინააღმდეგ, სპეცდანიშნულების რაზმები ჰყავთ მობილიზებული, ეს არ არის ხალხისთვის", - თქვა ხაბეიშვილმა.

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი