ზუგდიდის დატოვების სანაცვლოდ ოცნებამ 600 ლარი შემომთავაზა - ლელოს წევრი

გამოქვეყნდა:

"ლელო საქართველოსთვის" "ქართულ ოცნებას" მუქარასა და ზეწოლაში ადანაშაულებს. ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლის განცხადებით, პარტიის აქტიურ წევრს, ირაკლი მატუას დაუკავშირდნენ და ზუგდიდის დატოვების სანაცვლოდ 600 ლარი შესთავაზეს.

მას დაუკავშირდა ზუგდიდის საკრებულოს ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე, ოთო ქადარია, წაუყენა ულტიმატუმი და უთხრა, ან დათანხმდებოდა მათ მიერ შეთავაზებულ პირობებს, ან ის ან მისი ოჯახის წევრები დაისჯებოდნენ, - ამბობს ლელოს წარმომადგენელი.

ირაკლი მატუა აცხადებს, რომ 600 ლარი გადასცეს იმის სანაცვლოდ, რომ თბილისში წასულიყო და რამოდენიმე დღე ქალაქში დარჩენილიყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი