რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, პარლამენტთან ცოტა ხნის სიტუაცია დაიძაბა. მას შემდეგ, რაც ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის ერთ-ერთი მონაწილე პოლიციას მიუახლოვდა. მომიტინგეს აინტერესებდა, რატომ უღებდა სპეცრაზმელები და პოლიცია მათ ფოტოებს, რის შემდეგაც დაპირისპირება დაიწყო. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია აქციის ერთი მონაწილე.