ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან რუსული კანონის მიღების შემდეგ, პროტესტის მთავარ გზავნილად “არა რუსულ რეჟიმს” უნდა იქცეს | "ევროპული საქართველო"

გამოქვეყნდა:

ევროპული საქართველოს განცხადებით, რუსული კანონის მიღების შემდეგ, პროტესტის მთავარ გზავნილად “არა რუსულ რეჟიმს” უნდა იქცეს. პარტიის განცხადებით, რეჟიმმა რეპრესიების გამწვავების პარალელურად, შესაძლოა მოკავშირეებისა და ოპოზიციური სპექტრის ცრუ-კომპრომისზე მოლაპარაკებებში შეყვანა სცადოს და მსგავსი სცენარის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, ოპოზიციურმა აქტორებმა არ გაიმეორონ უახლეს წარსულში დაშვებული შეცდომები. 

"ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან რუსული კანონის მიღების შემდეგ, პროტესტის მთავარ გზავნილად “არა რუსულ რეჟიმს” უნდა იქცეს. 
საქართველოს მოქალაქეთა მტკიცე პროტესტისა და დასავლელი მოკავშირეების მკაცრი რეაქციის გათვალისწინებით, რეჟიმმა შესაძლოა რეპრესიების გამწვავების პარალელურად, ჩვენი მოკავშირეებისა და ოპოზიციური სპექტრის ცრუ-კომპრომისზე მოლაპარაკებებში შეყვანა სცადოს. 
მსგავსი სცენარის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, ოპოზიციურმა აქტორებმა არ გაიმეორონ უახლეს წარსულში დაშვებული შეცდომები. 
რუსული კანონის “გაკეთილშობილების” შესახებ მოლაპარაკებების პროცესის გამოსავლად წარმოჩენა ეწინააღმდეგება როგორც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ისე მოქალაქეთა ერთსულოვანი პროტესტის განწყობასა და სულისკვეთებას. 
ჩვენი ქვეყნისთვის ამდენად საკვანძო მომენტში, მნიშვნელოვანია, პროცესის მონაწილე თითოეულმა ოპოზიციურმა აქტორმა გამოიჩინოს სიმტკიცე და პრინციპულობა და არ გადაუხვიოს იმ მოქალაქეთა მოთხოვნებსა და პოზიციებს, რომლებიც ერთ თვეზე მეტია უწყვეტად აპროტესტებენ ქვეყნის გარუსების მცდელობას. 
რეჟიმის დაშოშმინების მიზნით, ცრუ-კომპრომისზე მოლაპარაკებებში შესვლა მხოლოდ დააჩქარებს რუსული ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას საქართველოში და ხელს შეუწყობს ამ კანონის ამოცანების საბოლოოდ გაფორმებას.
არა რუსულ რეჟიმს!" ნათქვამია "ევროპული საქართველოს" განცხადებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი