"ივანიშვილი არის დემოკრატიული სამყაროს მტერი... უნდა გამოვიდეს კომფორტის ზონიდან და ესაა ფინანსური სანქციები, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა" | ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯიმ ო'ბრაიენს ოპოზიციის ლიდერები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ხვდებიან. შეხვედრის წინ გაკეთებულ კომენტარებში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგა ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე, ოლიგარქ ივანიშვილისა და მისი დეპუტატებისთვის.

"ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია ამბობს, რომ  ივანიშვილმა უნდა იგრძნოს საერთაშორისო დამოკიდებულებები და ის არ უნდა გამოიხატოს მხოლოდ განცხადებებში:

"მტრებს ექცევიან მტრულად, ბიძინა ივანიშვილი არის დემოკრატიული სამყაროს მტერი პირდაპირი მნიშვნელობით და ჩვენი ქვეყნის მოღალატე, ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ის გამოვიდეს კომფორტ ზონიდან, მას უნდა ეტკინოს, ეტკინოს საერთაშორისო დამოკიდებულებები და ეს დამოკიდებულებები არ უნდა შემოიფარგლოს პოლიტიკური განცხადებებით. მისი კომფორტ ზონა პოლიტიკური განცხადებებით ვერ დაირღვევა . ეს არის ფინანსური სანქციები, ეს არის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა მისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის, მაგრამ არამხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლა პარლამენტში იღებენ საქართველოს დამაქცევარ კანონს და ასევე იმ სამართალდამცავებისთვის, რომლებიც არბევენ ქართველ ახალგაზრდობას სრულიად უკანონოდ და ბრუტალურად თბილისის ქუჩებში " ამბობს "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი