
რუსული კანონის მიღების შემდეგ, "ოცნების" წევრებმა პარლამენტის შენობა ტრადიციულად სპეცრაზმისა და საპოლიციო ძალების დახმარებით დატოვეს. კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და მესამე მოსმენაზე მმართველმა პარტიამ კანონპროექტი 84 ხმით მიიღო.
ამის შემდეგ, "ოცნების" წარმომადგენლებმა რამდენიმე წუთში, საკანონმდებლო ორგანოს შენობა მანქანებით დატოვეს.