არ დაუშვათ მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, პოლიციის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება | შსს აქციის მონაწილეებს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და პარლამენტთან ანტირუსული აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, "პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში და არ დაუშვან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება". 

შსს ამბობს, რომ ყველა სამართალდარღვევას პოლიციის მხრიდან მოყვება შესაბამისი რეაგირება.

"პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლები, მობილიზებულები არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში და არ დაუშვან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება.

ყველა სამართალდარღვევას პოლიციის მხრიდან მოყვება შესაბამისი რეაგირება", - წერია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი