საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში გადადის

გამოქვეყნდა:

ფრაქცია ენმ ბოიკოტის რეჟიმში გადადის - განცხადება ამის შესახებ პარტიის  პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში, ოპოზიციის საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

„როდესაც ასეთი ვითარებაა, ქვეყანაში გვრჩება რამდენიმე ინსტიტუცია - საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუცია და საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც დღეს, ხალხის ხმას და ხალხის ინტერესებს წარმოადგენს. ამ რეჟიმში, როცა ქვეყანაში რუსული რეჟიმი გაფორმდა, წარმოუდგენელია ნორმალური საპარლამენტო მუშაობა. დღეს ვიხილეთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პრაქტიკულად პოლიციის გაგრძელება იყო საპარლამენტო დარბაზში, როცა ოპოზიციიდან არც ერთ დეპუტატს ნორმალური გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ამიტომ, ჩვენ, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციის უმრავლესობა ამ რეჟიმში ჩვეულებრივი საქმიანობის გაგრძელებას არ ვაპირებთ, ბოიკოტის რეჟიმში გადავდივართ! უახლოეს პერიოდში, როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად, საბოლოო გეგმას გავაცნობთ საზოგადოებას, თუ როგორ ვაპირებთ ამ რუსული რეჟიმის პირობებში შემდეგ პოლიტიკურ საქმიანობას“ - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ბოიკოტის რეჟიმში გადადის "ლელოც". ბოიკოტს უერთდება დამოუკიდებელი დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე.

გადაწყვეტილება ოპოზიციონერებმა რუსული კანონის მიღების შემდეგ მიიღეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი