
სრულიად ცალსახაა რა არ მოხდება. არ მოხდება ის, რომ აშშ-მა ქართველი ხალხი მიატოვოს - განაცხადა "ახალის" თანათავმჯდომარემ ნიკა გვარამიამ ჯიმ ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ოპოზიციის ლიდერები ხვდებოდნენ:
"რა მოხდება ამას ვნახავთ, თავადაც გააკეთებენ განცხადებას და მე ვერ დავასწრებ თავისთავად ცხადია მოვლენებს. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, მთელი არსენალი, რომელიც არსებობს საერთაშორისო ზეწოლის, დემოკრატიული ზემოქმედების, ბუნებრივია, რომ განხილვაშია. როგორი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და როდის, ამას ჩვენ ვნახავთ. მთავარი ამბავი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა რუსთაველზე და განაცხადი, რომ აშშ და ევროკავშირიც, მის მიერ არ განიხილება და შესაბამისად საქართველოს სახელით ილაპარაკა, რომ საქართველოს მიერ აღარ განიხილება ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის რეჟიმში და მოდი ასე ვთქვათ, მეგობრული ტექსტი ეს არ იყო. იყო მტრული განცხადება დასავლეთის მიმართ. ამის შემდეგ, თანაცხოვრება ქართული ოცნების და დასავლეთის არის შეუძლებელი. მათ გაიარეს უკანმოუხედაობის წერტილი. უკან შემობრუნება შეუძლებელია, ქართულმა ოცნებამ უნდა იფიქროს, ისე მიიყვანოს თავის ხელისუფლებაში ყოფნა ბოლომდე, რომ ქვეყანა არ დააქციოს. თუ ამაზე არ იფიქრებს, მაშინ ჩვენ ვიფიქრებთ რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქართულმა ოცნებამ ეს ვერ შეძლოს" ამბობს ნიკა გვარამია.
იხილეთ: