კავკასიის უნივერსიტეტი დავით ბერძენიშვილმა და რუსიკო კობახიძემაც დატოვეს

გამოქვეყნდა:

კავკასიის უნივერსიტეტი დავით ბერძენიშვილმაც დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ბერძენიშვილი ავრცელებს:

"კავკასიის უნივერსიტეტში ვასწავლიდი საქართველოს ისტორიას და რუსულ-ქართულ ურთიერთობებს, თუმცა ახლა ეს რუსთაველზე იწერება, სადაც ისედაც დგანან ჩემი სტუდენტები. ეს ჩემთვისაც ბოლო სემესტრია," - წერს ბერძენიშვილი Facebook-ზე.

რექტორის პოზიციის გამო, კავკასიის უნივერსიტეტი დატოვა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა და მოწვეულმა ლექტორმა რუსიკო კობახიძემაც.

"მე, რუსიკო კობახიძე, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ვაცხადებ, რომ ვტოვებ უნივერსიტეტს მისი რექტორის პოზიციის გამო. ჩემი უძვირფასესი სტუდენტების მომავლის გამო," - წერს კობახიძე.

შეგახსენებთ, განათლების სამინისტრომ საქართველოს უნივერსიტეტებს რუსულ კანონთან დაკავშირებით, სტუდენტებისა და ლექტორების ნაწილის გაფიცვის დაგმობა მოსთხოვა და მზა ტექსტი გადაუგზავნა, რომელსაც ხელს კავკასიის უნივერსიტეტის რექტორმა, კახა შენგელიამაც მოაწერა. მანვე გაათავისუფლა სამსახურიდან  ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი