მივმართავთ საქართველოს მთავრობას, გააუქმოს კანონი | დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

გამოქვეყნდა:

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლარს ლოკე რასმუსენი რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მმართველ პარტიას მოუწოდებს გაიწვიოს კანონი:

"საქართველოს  "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. აღნიშნულ კანონპროექტს მესამე მოსმენით დაუჭირეს მხარი,   პარტნიორების გულწრფელი მოწოდებების მიუხედავად. ჩვენ მხარს ვუჭერთ ხალხის მოწოდებას დემოკრატიისკენ და მტკიცედ მივმართავთ საქართველოს მთავრობას, გააუქმოს კანონი და დაიცვას ევროკავშირის გზისადმი ერთგულება" - აცხადებს ლარს ლოკე რასმუსენი

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" უმრავლესობამ, საზოგადოების მასშტაბური პროტესტისა და დასავლელი პარტნიორების კრიტიკის ფონზე, რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღო. მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 30 წავიდა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი