„აშშ-ს მთავარი გზავნილია, რომ საქართველოს დიდი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი აშშ დგას ქართველი ხალხის და მათი ევროატლანტიკური არჩევანის გვერდით. რა თქმა უნდა, ყველა ოფცია საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის დასაცავად დევს მაგიდაზე და განიხილება, ეს ჩანდა მათ შორის კონგრესმენების და სენატორების წერილებშიც. ამ ოფციებში შედის პერსონალური სანქციების ოფცია ბიძინა ივანიშვილის, მისი გარემოცვის, კონკრეტული რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატების და ასევე, იმ მოძალადეების მიმართ, რომლებიც არბევენ, სცემენ და ემუქრებიან ახალგაზრდებს, მათ შორის ჩვენ, აქაც რომ მოვდიოდით მაშინაც ხარებად წოდებული დაჯგუფების წევრები პირადად გვემუქრებოდნენ მე და გიორგი ვაშაძეს ფიზიკური ანგარიშსწორებით. ეს მოძალადეებიც, რა თმა უნდა, განიხილებიან სანქციებისთვის, რომელსაც აშშ იყენებს მაშინ, როდესაც ადგილი აქვს სახელმწიფო ტერორს საკუთარი მოქალაქეები წინააღმდეგ და ადამიანის უფლებების მასობრივ დარბევას.“
განაცხადა ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ჯიმ ო 'ბრაიენთან ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის შემდეგ.