პრეზიდენტისა და ჯიმ ო'ბრაიენის შეხვედრა დათქმულ დროზე მეტხანს გაგრძელდა, საუბრის შინაარსი საჯარო არ არის | ადმინისტრაცია

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს პრეზიდენტისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო'ბრაიენის პირისპირ შეხვედრა დათქმულ დროზე მეტხანს, საათნახევრი გაგრძელდა - პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით,  საათნახევრიანი პირისპირ შეხვედრის გამო, გაუქმდა პრეზიდენტისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით დაგეგმილი შეხვედრა.

მათივე ცნობით, საუბრის შინაარსი საჯარო არ არის.

შეგახსენებთ,  ჯიმ ო'ბრაიენმა დღეს დილით შეხვედრა გამართა პრემიერ კობახიძესთან, შემდეგ კი ოპოზიციის ლიდერებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი