
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჯიმ ო'ბრაიენს შეხვდა - ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს:
"მხარეებმა ისაუბრეს აშშ-საქართველოს ურთიერთობების დინამიკაზე, ბოლო წლებში საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. ასევე, განიხილეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი და აღნიშნულთან დაკავშირებით ერთმანეთს პოზიციები გაუზიარეს.
შეხვედრას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ესწრებოდნენ." ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ობრაიენი დღეს ირაკლი კობახიძეს, პრეზიდენტს, ოპოზიციის ლიდერებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ამ წუთებში კი მედიისთვის პრესკონფერენციას მართავს.