ენგურჰესის კიდევ 9 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

ენგურჰესის კიდევ 9 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ენგურჰესის დირექტორი ადასტურებს. მისი თქმით, ყველა თანამშრომელი ე.წ. საბერიოს კლასტერის წევრია და ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან.

ამ მომენტისთვის კორონავირუსი დაუდასტურდა 14 პირს, მაგრამ არცერთი მათგანი სამეგრელო-ზემო სვანეთის მცხოვრები. ეს არის ე.წ. საბერიოს კლასტერის წარმომადგენლები, - თქვა სახელმწიფოს წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 11 სექტემბერს კორონავირუსი ენგურჰესის 22 თანამშრომელს დაუდასტურდა. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ინფიცირებულების გადმოყანა ეტაპობრივად მოხდება.

ენგურჰესის თანამშრომლების პირველი ინფიცირების შემთხვევა გუშინ, 10 სექტემბერს დადასტურდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ სადგულის მუშაობას საფრთხე არ ემუქრება.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი - 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 2 075;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 363;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5 882;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  390, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 28 მილიონს გადააჭარბა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი