"შავი დღე ქართული დემოკრატიისთვის... [რუსული კანონი] ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას და ზიანს აყენებს დემოკრატიის წინსვლას" | შაჰინი

გამოქვეყნდა:

"შავი დღე ქართული დემოკრატიისთვის... [რუსული კანონი] ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას და ზიანს აყენებს საქართველოში დემოკრატიის წინსვლას", - წერს ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი X-ზე.

"შავი დღე ქართული დემოკრატიისთვის.

ძალიან იმედგაცრუებული ვარ საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული ტიპის "უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის" მიღების გამო, რომელიც უგულებელყოფს ქართველი ხალხის სურვილებს, ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას და ზიანს აყენებს საქართველოში დემოკრატიის წინსვლას", - წერს
სენატორი ჯინ შაჰინი.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" უმრავლესობამ, საზოგადოების მასშტაბური პროტესტისა და დასავლელი პარტნიორების კრიტიკის ფონზე, რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღო. მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 30 წავიდა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი