"მე ვიქნები პროევროპული ფრონტის ლიდერი ამ არჩევნებზე" | სალომე ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

"მე ვიქნები პროევროპული ფრონტის ლიდერი ამ არჩევნებზე", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი CNN-ის ეთერში საუბრობს. ის "ქართული ოცნების" მიერ რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებას ეხმაურება და ამბობს, რომ ქვეყანას ის ევროპულ გზას აშორებს. 

"საქართველოს მოსახლეობამ უკვე ბევრი ტესტი ჩააბარა და ბევრი წინააღმდეგობა გასწია. ეს ძალიან მშვიდობიანი დემონსტრაციაა. ჩვენთან არჩევნებია და მე ვიქნები პროევროპული ფრონტის ლიდერი ამ არჩევნებზე, რომელიც იქნება ერთგვარი რეფერენდუმი. ამას გავაკეთებ არა უშუალო ჩართვით არჩევნებში, არამედ როგორც პროდასავლური, პროევროპული ფრონტის გარანტორი პოლიტიკური პარტიებისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გვყავს ძალიან მოწიფული სამოქალაქო საზოგადოება, ძალიან მოწიფული ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მესამე კვირაა მართავენ დემონსტრაციებს ერთი ფანჯრის გატეხის ან მანქანის დაწვის გარეშე. და ეს იქნება ბევრისმეტყველი სხვა ქვეყნებისთვისაც, თუ რაოდენ მოწიფულია საქართველოს მოსახლეობა და რაოდენ მიზანმიმართულია თავისი ევროპული გზის შესანარჩუნებლად. 

[...]

ეს კრიტიკული [მომენტია] საქართველოსთვის, რადგან თქვენ იცით, რომ საქართველომ გასული წლის დეკემბერში მიიღო კანდიდატის სტატუსი და წლის ბოლომდე გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისკენ გზაზე იყო. ეს შუა წერტილია, ვინაიდან არსებობს ახალი ზეწოლა, რუსული კანონის ხელახლა წარდგენა. ეს სხვა არაფერია, თუ არა რუსული კანონი. გარდა ამისა, ხდება სხვა კანონების წარდგენაც, რომლებიც ძალიან შემაშფოთებელია, რადგან ევროკომისიის რეკომენდაციებსა და ზოგადად ევროპულ გზას გვაშორებს", - თქვა პრეზიდენტმა. [ფორმულა]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი