სახალხო დამცველის რწმუნებულები 15 მაისის აქციაზე დაკავებულ 16 პირს შეხვდნენ, რომელთაგან 3 პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე/არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს.
აპარატის ცნობით, არასათანოდო მობყრობის ფაქტზე მიუთითებს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისიც, რომელსაც ვიზუალურად აღენიშნება ნაკაწრები, შეშუპება, სიწითლე.
"სახალხო დამცველის რწმუნებულები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ თბილისის სამ იზოლატორში და შეხვდნენ 15 მაისის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 16 პირს.
სამი მათგანი მიუთითებს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე/არასათანადო მოპყრობაზე, რის თაობაზეც სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ეფექტიანი გამოძიების ჩატარების მიზნით.
მათ შორის, არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც ვიზუალურად აღენიშნება ნაკაწრები, შეშუპება, სიწითლე.
სახალხო დამცველის აპარატი განახორციელებს გამოძიების მონიტორინგს.
აპარატი აგრძელებს სხვა დაკავებულების ადგილსამყოფელის დადგენას, მათი მონახულებისა და უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირების მიზნით" - წერია განცხადებაში