შანტაჟი და იარაღით მუქარა -"ოცნების" მაღალჩინოსნის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" კიდევ ერთ მაღალჩინოსანს შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენინსპექციის უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლებულია. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი სალია ერთ-ერთ ქალს სამსახურეობრივი იარაღით ემუქრებოდა და მეგობრის ვალის გადახდას აიძულებდა. დაზარალებულმა პოლიციას მიმართა, რის შემდეგაც გამოძიება დაიწყო. 

როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში " ამბობენ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სალიას გვარი დანაშაულებრივ ქმედებას უკავშირდება.

უკვე იქამდე მივიდა საქმე, თვითონ უსწორდებიან, თვითონ ურჩევენ საქმეებს, არ იკმარეს, რომ 8 წლის განმავლობაში კრიმინალური სამყაროთი ახერხებდნენ ძალაუფლების შენარჩუნებას, ეხლა უკვე იარაღით მოსახლეობას უვარდებიან, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თემურ ბასილაია.

თავად გიორგი სალია "მთავართან" ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ თანამდებობიდან ის პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი