აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ენმ-დან და "ახალიდან" "ოცნებასთან" თანამშრომლობას წყვეტენ

გამოქვეყნდა:

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები "ნაციონალური მოძრაობიდან" და პარტია "ახალიდან" პროტესტის ნიშნად წყვეტენ თანამშრომლობას "ქართულ ოცნებასთან". დეპუტატების განცხადებით, შეუძლებელია "რუსულ რეჟიმს" ესაუბრო რაიმე საკითხზე გარდა ერთისა - დატოვონ ხელისუფლება. 

"საქართველოს მოსახლეობის სურვილს, რომ გავდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, წინ აღუდგა ივანიშვილის რუსული რეჟიმი და რუსული ძალადობრივი მეთოდებით უსწორდება ჩვენ მოქალაქეებს, გუშინ ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, დაარღვია მისი 78-ე მუხლი და მიიღო რუსული კანონი, სწორედ ამიტომ, პროტესტის ნიშნად ვწყვეტთ ყოველგვარ თანამშრომლობას ამ რუსულ ხელისუფლებასთან, რუსულ რეჟიმთან", - თქვა დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა.

გადაწყვეტილებას პარტია "ახალიდან" უერთდება გიორგი კირთაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი