
ივანიშვილის მოქმედებების გამო, ისევე როგორ აშშ-ში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც შესაძლებელია ინდივიდუალური სანქციების განხილვა - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ.
ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებ პარლამენტში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ:
„ივანიშვილის მოქმედებების გამო, ისევე როგორ აშშ-ში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც შესაძლებელია ინდივიდუალური სანქციების განხილვა. იცით მათ შორის, რომ საუბარი იყო ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე, რაც განმარტეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა, რომ მოითხოვს 15 წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერას და არა კონსენსუსს.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ოპოზიციამდე ევროპული ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელები პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და უმრავლესობის წევრებს შეხვდნენ. როგორც პარლამენტის ოფიციალურ ინფორმაციაშია ნათქვამი, განხილვის თემა იყო "გამჭვირვალობის კანონი":
"მხარეებმა განიხილეს პარლამენტის მიერ მიღებული უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ კანონი. დელეგაციის წევრებმა გამოთქვეს წუხილი აღნიშნული კანონის მიღებასთან დაკავშირებით. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა არამომგებიანი ორგანიზაციების სფეროში გამჭირვალობის ნაკლებობის პრობლემას და მისი მოგვარების საჭიროებას.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით. დაფიქსირდა მზაობა შემდგომი დიალოგისთვის" - აცხადებს პრლამენტი.
4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი თბილისში პრეზიდენტ ზურაბიშვილთან აუდიენციითა და ერთობლივი განცხადებებით დაიწყო.