ვესაუბრე ზურაბიშვილს, მადლობა გადავუხადე სამშვიდობო სამიტში მონაწილეობის დადასტურებისთვის | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე ეხმაურება საქართველოს პრეზიენტთან საუბარს და მადლობას უხდის ზურაბიშვილს სამშვიდობო სამიტზე მისი მონაწილეობის დადასტურებისთვის.

"ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და მადლობა გადავუხადე სამშვიდობო სამიტზე მისი მონაწილეობის დადასტურებისთვის. მხოლოდ სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას უკრაინაში შეუძლია უზრუნველყოს ჩვენი საერთო რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა", - წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, შვეიცარიაში, 15-16 ივნისს უკრაინისთვის პირველი სამშვიდობო სამიტი გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი