
შალვა პაპუაშვილმა ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, თითქოს "ქართული ოცნება" სწორად მოიქცა როდესაც სანქციები არ დაუწესა რუსეთს და არ გაათავისუფლა მიხეილ სააკაშვილი:
"დღეს, შიგნით საუბრისას ყველა შევთანხმდით, რომ ჩვენ სწორი გავაკეთეთ, რომ არ მოვუსმინეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, როდესაც არ დავუწესეთ სანქციები [რუსეთს], მათი რჩევის საწინააღმდეგოდ, კარგი ვქენით, რომ არ მოვუსმინეთ ევროპელ კოლეგებს და არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი - ჩვენ აღმოვჩნდით მართალი და ისინი მტყუანი. ვუთხარით, რომ აქაც გამოდის, რომ თუ თქვენ ასე შავ-თეთრად უყურებთ, რომ ან თქვენ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ და ან ასე იქნება, რა დაზღვევაა, რომ ამ შემთხვევაშიც არ ცდებით, ისევე როგორ წინა შემთხვევებში შეცდით?" აღნიშნა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი უარყოფს და განმარტავს:
"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შესახებ არსებული დაბნეულობის პასუხად - საჭიროდ ვთვლი განვმარტო, რომ ჩვენ არ დავეთანხმეთ, რომ საქართველო მართალი იყო, როცა უგულებელყო ევროპული რჩევები და ღირებულებები და გამოვთქვით უკიდურესად მტკიცე შეხედულებები და არა "გარკვეული შეშფოთება". - წერს ლანდსბერგისი
"შეთანხმებას" უარყოფს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი:
"ნება მომეცით ნათლად ვთქვა სათქმელი, ჩვენ არ შევთანხმებულვართ არცერთ ნახსენებ საკითხზე.
ჩემი გზავნილი საპირისპიროა: საქართველო არ მოძრაობს სწორი მიმართულებით!" წერს მარგუს ცაჰკნას