
საგანმანათლებლო სექტორის ექპერტებს ეჭვი აქვთ, რომ დაწესებულებები სასწავლო პროცესს ვერც 1 ოქტომბრის შემდეგ განაახლებენ.
მათი თქმით, ხელისუფლებამ თანხები არამიზნობრივად გამოიყენა და სასწავლო დაწესებულებებში ვერ შექმნა ყველა საჭირო პირობა ნორმების დასაცავად. ექსპერტთა აზრით, ესაა მიზეზი, რის გამოც მოსწავლეები სწავლის პროცესს დისტანციურად შეუერთდებიან. გარდა ამისა, ყველა მოსწავლე უზრუნვეყოფილი არაა ელექტორნული მოწყობილობებით და მათთვის ეს სემესტრი ისეთივე უშედეგო იქნება, როგორიც წინა იყო.
სკოლები ვერ მოემზადნენ სათანადოდ 15 სექტემბრისთვის და ამას მოწმობს სასწავლო დაწესებულებების შემოწმების შედეგები. არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა იმის გასაგებად, რამდენი ბავში შეძლებს დისტანციურად სწავლას. ამის გამო, სწავლება მათთვის ვერ იქნება ეფექტური - ეს კი დისკრიმინაცია და უსამართლობაა, - ამბობს ნინო კვიტაიშვილი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი და განათლების ექსპერტი.
გარდა ამისა, ექსპერტები ამბობენ, რომ საგანმანათლებლო სისტემას მთავრობა იყენებს საკუთარ პოლიტიკური მიზნებისთვის და სკოლებში არსებული ამჟამინდელი პირობებით პროცესის აღდგენა შეუძლებელია.
შემიძლია გითხრათ, რომ სასწავლო პროცესი არჩევნებამდე ფიზიკური დასწრებით სწავლაზე ვერ გადავა. ეს კი იმას მოწმობს, რომ მოსწავლეების განათლება პოლიტიკურ მიზნებს გადაჰყვა, - თქვა განათლების ექპერტმა, მარიამ რამინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ეპიდსიტუაციის გამო, 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სწავლა საქართველოს 6 დიდ ქალაქში პირველ ოქტომბრამდე გადაიდო. პრემიერმინისტრის განმარტებით, 15 სექტემბერსს წავლა სასწავლო დაწესებულებებში დისტანციურად დაიწყება, პირველი ოქტომბრიდან კი საკლასო ოთახებში.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი - 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 28 მილიონს გადააჭარბა.