"განწყობა მკაფიოა, რომ საქართველო ვერ დაუახლოვდება ევროპას, ვიდრე ეს კანონი არსებობს და ხელისუფლება მოქმედებს ასე" | ნიკა გვარამია ევროპელ მინისტრებთან შეხვედრაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოში ვიზიტით მყოფი ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებს შეხვდნენ. მანამდე ისინი შეხვდნენ პრეზიდენტს, საპარლამენტო ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრებს.

"განწყობა მკაფიოა, რომ ეს კანონი ნიშნავს, ასევე ბიძინა ივანიშვილის რამდენიმე დღის წინანდელი გამოსვლა ნიშნავს, საქართველოს გადახვევას ევროპული და დასავლური გზისგან. ეს არის მკაფიოა და მკაფიოა ის, რომ საქართველო ვერ დაუახლოვდება ევროპას ვიდრე ეს კანონი არსებობს და არა მხოლოდ ეს კანონი, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ასე. 

[პაპუაშვილის კომენტართან დაკავშირებით ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე] თვითონ თუ გააკეთა კომენტარი მინისტრმა, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვნახეთ რეაქცია ამ განცხადებაზე, ეს იქ წაიკითხეს, შეხვედრის დროს. როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე არის ფეიკ პროპაგანდაში ჩართული, ხომ გასაგებია რაც ხდება. რეალურად, შეთანხმება როგორი იყო ჩვენ ეს ვიცით, შინაარსობრივად, ვერანაირი შეთანხმება ვერ არის, ეს კანონი არ უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ საქართველომ ევროპული გზა განაგრძოს. წერტილი. [...] ვეტო არ სჭირდება ქართულ ოცნებას, მას შეუძლია გააუქმოს ეს კანონი ერთი მოსმენით, ასე რომ, ტყუილებს ნუ ილაპარაკებენ", - თქვა გვარამიამ.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი