"ნაბიჯი არასწორი მიმართულებით" | კოლომინა რუსული კანონის მიღებაზე

გამოქვეყნდა:

ნაბიჯი არასწორი მიმართულებით - ასე აფასებს სამხრეთ კავკასიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა "ოცნების" ხელისუფლების მიერ, რუსული კანონის მიღებას. როგორც კოლომინა  X -ზე წერს, აღნიშნული კანონი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისგან აშორებს. 

"ახლახან დამტკიცებული კანონმდებლობა ე.წ. "უცხოური აგენტების" შესახებ არის ნაბიჯი არასწორი მიმართულებით და აშორებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისგან, ქართველებისთვის მთავარ მიზანს, რომელსაც NATO მხარს უჭერს. მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი და პატივი სცეს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას "- წერს კოლომინა 

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" უმრავლესობამ, საზოგადოების მასშტაბური პროტესტისა და დასავლელი პარტნიორების კრიტიკის ფონზე, რუსული კანონი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი