
წალენჯიხაში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. აქციას უერთდებიან საჯარო და კერძო სტრუქტურის თანამშრომლებიც. ისინი პროტესტს უცხადებენ რუსულ კანონს და მხარდაჭერას უცხადებენ თბილისში აქციაზე მყოფ ახალგაზრდებს.
"დღეს ქართული პოლიცია არბევს ქართველ ახალგაზრდობას. თქვენი შვილების ტოლები არიან პოლიციელები... მე ყოფილი პოლიციელი ვარ და არამგონია, რომ პოლიციას შეეძლოს ამის ჩადენა", - ამბოსბ აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ავტორი: ემა გოგოხია