რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეიკრიბნენ. ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან თსუ-ს პირველი კორპუსიდან მსვლელობით მივიდნენ.
მათ საზოგადოების წევრები და უფროსი თაობის წარმომადგენლებიც უერთდებიან. ამ დროისთვის პარლამენტთან ვითარება მშვიდია.
რუსული კანონის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ მათი არჩევანი დასავლეთია და არავის მისცემენ ქვეყნის რუსეთისკენ წაყვანის უფლებას.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 20:00-ზე დაიწყება.