
თუ საქართველოს უნდა დაადგეს ევროპულ გზას, არ უნდა მიტრიალდეს მოსკოვისკენ - განაცხადა შემაჯამებელ კონფერენციაზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა რუსულ კანონთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, რა გამოსავალი არსებობს:
"უპირველეს ყოვლისა, დავასვათ კითხვა, რისთვის არის საჭირო კანონი? არ აქვს მნიშვნელობა როგორ შეცვლით, თუ მთავარი, ამ კანონის მიზანი მიღწეული იქნება, ეს არ არის დემოკრატიული. არ შეგიძლიათ შეაკეთოთ ის, რაც თავიდანვე არის გაბზარული.
ჩვენ ქვეყნებში არ არსებობს კანონი, რომელიც გამოყენებული იქნება ვინმეს წინააღმდეგ, ვინც საწინააღმდეგო აზრს გამთქვამს.
არის რამე გამოსავალი? რა გამოსავალი, რის გამოსავალი...თუ საქართველოს უნდა დაადგეს ევროპულ გზას, არ უნდა მიტრიალდეს მოსკოვისკენ " ამბობს ლანდსბერგისი
[სინქრონული თარგმანი]