"მკაფიოა, ადამიანს რომ გამოათრევ, დაიჭერ, სცემ, ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა" | ლანდსბერგისი პოლიციელების ძალადობაზე

გამოქვეყნდა:

თბილისში გამართული შეხვედრების შემდეგ, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი სამართალდამცველების მხრიდან, აქციის მშვიდობიან მონაწილეებზე თავდასხმებსა და ძალადობებს გამოეხმაურა:  

"სამწუხაროა და საშინელებაა რომ ვხედავთ რას აკეთებს პოლიცია და ამ კითხვას დღეს შეხვედრების დროს ვსვამდით ჩვენ მოვისმინეთ არგუმენტები, რომ ბრბო იყო აგრესიული და ამიტომ არ შეიძლება გათანაბრებული იყოს ის, რასაც აკეთებს სახელმწიფო და რასაც აკეთებს ხალხი. მკაფიოა, რომ ადამიანს რომ გამოათრევ, დაიჭერ, სცემ, ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა და უნდა გვახსოვდეს, რომ წინ არის არჩევნები და ისეთი დაშინება და ცემა ნამდვილად ძალიან ცუდი მაჩვენებელია და ეს ქმედებები ჰარმონიზირებულია. ოქტომბერში აუცილებლად უნდა ჩატარდეს აქ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები" ამბობს გაბრიელიუს ლანდსბერგისი. 

[სინქრონული თარგმანი] 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი