სტუდენტებმა კოსტავას ქუჩიდან აქცია-მსვლელობით გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს. ცოტა ხანში მათ მსვლელობით შეუერთდებიან სტუდენტები, რომლებიც სპორტის სასახლიდან დაიძრნენ. ამ დროისთვის გმირთა მოედანი გადაკეტილია.
სტუდენტები აპირებენ, თავიანთი პროტესტის ხმა ხელისუფლებას და საზოგადოებას გმირთა მოედნიდან გააგონონ. ამბობენ, რომ თავიანთ ევროპულ მომავალს არ დათმობენ და რუსულ რეჟიმს არასდროს დაემორჩილებიან. მათი თქმით, ისინი არ დაიღლებიან და აქციაზე ყოველდღე იდგებიან.