
თუ პრეზიდენტის ვეტოს არ გამოიყენებენ, შესაძლებლობა დაიკარგება" - აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსულ კანონთან დაკავშირებით და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას დღეს გამართულ შეხვედრაზე დაუსახელეს არგუმენტები, რატომ არ შეესაბამება კანონი ევროკავშირის პრინციპებს:
"ყველა შეხვედრას ვიწყებდით იმით, რომ ვაცხადებდით- ჩვენ ჩამოსულები ვართ როგორც მეგობრები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ჩვენი არგუმენტები წარვადგინეთ და რაც ამის მერე მოხდება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. თქვენ ასე ვერ გააგრძელებთ. მათ უნდა შეასრულონ ვალდებულებები, რომელიც აღებული აქვთ და მათი გადაწყვეტილებაა ეს, როგორც პრეზიდენტს აქვს ამის საშუალება, მაგრამ პრეზიდენტის ვეტოს თუ არ გამოიყენებენ, ეს შესაძლებლობაც დაიკარგება." განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა შემაჯამებელ ბრიფინგზე.
ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, მარგუს ცაჰკნას თქმით კი, გადაწყვეტილება ახლა საქართველოს მთავრობის მისაღებია:
"იგივე მინდა ვთქვა, თქვენ ყველამ უნდა გაიგოთ, ჩვენ აქ არ ჩამოვსულვართ იმისთვის, რომ საქართველოს ვუთხრათ რა უნდა გააკეთოს. ჩვენ ვიცით რა გვაქვს ევროკავშირში და ჩვეულებრივ ვეუბნებით, რომ ამ კანონით საქართველოს მთავრობა სულ სხვა მიმართულებით მიდის. ჩვენ აქ არ ჩამოვდივართ იმისთვის, რომ დავაძალოთ საქართველოს მთავრობას რაღაც გააკეთოს. ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ეს გადაწყვეტილება არის საქართველოს მთავრობის ჩვენ მოგვაქვს არგუმენტები ვცდილობთ დავარწმუნოთ, მაგრამ გადაწყვეტილება არის საქართველოს მთავრობაზე და უნდა იყოს ნათელი, რომ ამ გადაწყვეტილებით ევროკავშირამდე ვერ მივლენ. " აღნიშნა დიპლომატმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, ქართველი ხალხის ნებისგან განსხვავებულია.
[სინქრონული თარგმანი]