"ეს არის პირდაპირი მტრობა" | კალაძის ანტიევროპული განცხადება ევროპელი მინისტრების აქციაზე მისვლაზე

გამოქვეყნდა:

"ეს არის პირდაპირი მტრობა", - თბილისის მერი კახა კალაძე 4 ქვეყნის, ლიეტუვის, ლატვიის, ისლანდიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მისვლას ანტიევროპული განცხადებით ეხმაურება:

"გარედან არის მცდელობა, რომ ქვეყანაში მოხდეს გადატრიალება, რევოლუცია. ამის მაგალითი არის თუნდაც ის უცხოელები, რომლებიც ჩამოსულები იყვნენ და პირდაპირ აქციაზე გავიდნენ. ამაზე დიდი ლუსტრაცია რა უნდა იყოს.  

ეს არ არის მეგობრობა, ეს არის პირდაპირ მტრობა, ეს არის პოლარიზაციის გაღვივების მცდელობა ქვეყანაში", - ამბობს კალაძე რუსთავი 2-ის ეთერში. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი