მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

გამოქვეყნდა:

მთავრობამ "ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის" დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადა. 15 მაისის დადგენილებას ხელს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს. 

ადმინისტრაციულ ორგანოს თავად შეეძლება დაუშვას გამონაკლისი და განსაზღვროს იმ სამსახურებისა და თანამშრომლების ჩამონათვალი, რომლებზეც ეს დადგენილება არ გავრცელდება.

ეს დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე, "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.

2014 წელს პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი გამოაცხადა "ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის" დღედ. ერთი წლით ადრე ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეკრებილი აქტივისტები და უფლებადამცველები სასულიერო პირბემა და ძალადობრივმა ჯგუფებმა დაარბიეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი