ზუგდიდის სოფელ ინგირში, შუახნის კაცი, რომელსაც თავის არეში დაზიანებები, სავარაუდოდ, თხილის სატეხით მიაყენეს, გარდაიცალა. მას ზუგდიდის საავადმყოფოში ორი ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც ის თბილისში კლინიკა "ჯერარსში" გადაიყვანეს, სადაც იმავე დღეს გარდაიცვალა.
ცნობილია, რომ გარდაცვილი სოფლებში თხილს იღებდა და შემდეგ ქარხანაში აბარებდა. ჩამბარებელ პუნქტში მუშაობდა გიგა ტორუა, რომლთანაც მას დაპირისპირება მოუვიდა.
გარდაცვლილი მამაკაცი და გიგა ტორუა ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ჭკადუამ ტორუას, წონის გაზრდის მიზნით, სველი თხილი ჩააბარა. ჩამბარებელმა თხილი არ შეამოწმა და ისე შეიძინა. გიგა ტორუამ გაფუჭებული თხილი იმ დროს შეამჩნია, როდესაც ქარხანამ, ჩაბარების დროს დაიწუნა. სწორედ ამის შემდეგ მოხდა მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება. მამაკაცს თხილის სატეხით თავის არეში ურტყამდნენ. თხილის ჩამბარებლებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, პოლიციამ ორი პირი დააკავა.
შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება 9 სექტემბერს მოხდა. მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულები ქუთაისის საპატიმროში იმყოფებიან.
ავტორი: ემა გოგოხია